გაკვეთილის გეგმები

Lesson  plan in  English

გაკვეთილის  მთავარი  თემა
People  at  work
სწავლების  საფეხური
საფეხური I.    კლასი  IV.
მოსწავლეთა  პროფილი
ჯგუფში  არის  14 მოსწავლე.განსაკუთრებული  მიდგომების საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილის  აქტუალურია იმიტომ  რომ  მოსწავლეებს  ყოველდღიურად  უწევთ კონტაქტი  სხვადასხვა  პროფესიის  ადამიანებთან ოჯახში  თუ  გარეთ და  აუცილებელია  მათთვის  იცოდნენ  რომელი  პროფესია როგორაა ინგლისურად  და  შეძლონ  ინგლისურად გადმოცენ  რისი    გაკეთება  უწევთ  თითოეულ მათგანს.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
 მიზანია - ლექსიკური  ცოდნის  გაზრდა,სტანდარტის შესაბამისად  ისაუბრონ  თითოეული  პროფესიის  ადამიანზე, შეძლონ დაასახელონ  რომელია    მათთვის პრიორიტეტული  პროფესია და  რატომ?  ამ  ყველაფრის  მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად    გამოვიყენებ  პრეზენტაციას დასურათებულს  შესაბამის  ინფორმაციასთან  ერთად.
წინასწარი  ცოდნა
მათ  აქვთ  წარმოდგენა  სხვადასხვა  პროფესიის  ადამიანებზე(ვის  რისი  გაკეთება  უწევს).  აქვთ ლექსიკური  და  გრამატიკული  მარაგიც.იციან  სიტყვები
Teacher ,teach, doctor, farmer, work, worker ,listen to  ,  plane ,taxi…..იციან  ცხოველების დასახელებებიMR. Oats-ის ფერმაში.
შეფასების  საგანი და პროცედურები/სტანდარტთან  შესაბამისობა
მოსწავლეები  ფასდებიან  განმავითარებელი  შეფასებებით. ჩართულობა  და  აქტიურობა  იქნება  მთავარი  კრიტერიუმები.  სტანდარტის  შემდეგ  მოთხოვნებს  უპასუხებს  გაკვეთილი
1.    სამეტყველო ფუნქციები( ინდიკატორები)
1.1.ინფორმაციის გაცვლა
1.2.აღწერა/დახასიათება
     1.4.         შეფასება
     1.5.         სურვილის გამოხატვა
1.3.      ინტერაქცია საკლასო ოთახში

2. ლექსიკა
2.1    ინდივიდი
2.3    აქტივობები
3. გრამატიკა
3.1. არსებითი სახელი
3.2. არტიკლი
3.4. ზედსართავი სახელი
3.6. ნაცვალსახელი
3.7. ზმნა
4. ფონეტიკა
ანბანი
ქართული ენისაგან განსხვავებული ხმოვანი ბგერები
ქართული ენისაგან განსხვავებული თანხმოვანი ბგერები
ინტონაცია:
5. ორთოგრაფია
მართლწერა
ანბანი – მთავრული და არამთავრული ასოები;



სასწავლო  მასალა და  ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, მოსწავლის  წიგნი English  World 3,ლექსიკონის  წიგნი,სამუშაო  რვეული ,პასტა,პოსტერი,flashcard-ები.
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი.
გაკვეთილი  იწყება  დასწრების  აღრიცხვის გაკეთებით და საშინაო  დავალების  გასწორებით(10  წუთი)შემდეგ  warm  up(5 წუთი): ვსვამ  შეკითხვებს: who  is  Mr.Oats?
                       Where  does  he  live?
                         What is  there  in  the  farm?  და შემდეგ  ვეუბნები რომ  მათ  უნდა  შისწავლონ  თუ  რას  აკეთებენ  სხვა  პროფესიის  ადამიანები.ვაჩვენებ  პრეზენტაციას  და  ვუსმენ  კომენტარებს(5 წუთი)       ვაკითხებ  ტექსტს აბზაც-აბზაც  ყველას  და  ვანახებ   flashcard-ებს  და  პოსტერს. ვუსვამ  შეკითხვებს  პოსტერის  ირგვლივ: What is  it? Who  is  it?  What colour  is  it? …(.20წუთი)   შეფასება და საშინაო დავალების  მიცემა( 5 წუთი)საშინაო დავალება  dictionary და   work book იდან.ვმუშაობ  ინდივიდუალურადაც  და  მთელ ჯგუფთანაც.






Lesson  plan in  English

გაკვეთილის  მთავარი  თემა
Unit 6.   Strange   but  true.
  Mistaken  Identity?
სწავლების  საფეხური
საბაზო.  ს III.    კლასი  IX.
მოსწავლეთა  პროფილი
ჯგუფში  არის  17 მოსწავლე.განსაკუთრებული  მიდგომების საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
1. გაკვეთილის  თემატიკა  არის  არც თუ ისე  აქტუალური  თუმცა  ტექსტების  ტიპი  არის  განსხვავებული  ჩვეულებრივი  მოთხრობების  ტიპისგან , რომლის  მსგავსსაც  მოსწავლეები ხშირად  შეხვდებიან  ინტერნეტსივრცეში,ჟურნალ-გაზეთებში. ამ  თემების  დამუშავების  შემდეგ  მოსწავლეები  გაიმდიდრებენ  ლექსიკას  და  მათ  გაუმარტივდებათ  მსგავსი  ტიპის  ტექსტების  გადათარგმნა. ჩემს მიერ  შერჩეული  სამუშაოები  დაეხმარებათ  ტექსტის  წაკითხვა-გააზრებისა  და  საკითხის  ირგვლივ  მსჯელობის  უნარის  განვითარებაში.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
 მიზანი- ლექსიკური  ცოდნის  გაზრდა,მსჯელობის  უნარის  განვითარება,  წაკითხულის  გააზრების  უნარის  განვითარება.ჯგუფური  მუშაობა  ხელს  შეუწყობს მოსწავლეებს  განივითარონ  თანატოლებთან  კოლაბორაციული  მუშაობა ,ერთმანეთის  აზრის  პატივისცემა ,  პრიორიტეტების  დალაგება,   მიღებული  ინფორმაციის  პრეზენტაცია  აუდიტორიის  წინაშე.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  იციან    გრამატიკული  დროები  რომლებიც  ტექსტშია  გამოყენებული(present  perfect ,  present  simple  , past  simple ,  present  continuous,)იციან  იმ  ცხოველების  ინგლისური  დეფინიციები  რომლებიც  ტექსტშია  ნახსენები, იციან  ფრაზული  ზმნები--looks  like , თანდებულ;იანი  ზმნები  -- talk  about , jump  out ,assisted  by .იციან  კონსტრუქციები  according  to  ,  there are  ,  going  to  --რომლებიც  გამოყენებულია  ტექსტში.  მოსწავლეები  ფლობენ  ტექსტზე  მუშაობის  ტექნიკას .  
შეფასების  საგანი და პროცედურები/სტანდარტთან  შესაბამისობა
მოსწავლეები  ფასდებიან  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  შეფასებებით.  საგაკვეთილო  პროცესში აქტიური    ჩართულობა  იქნება  შეფასების  მთავარი  ინდიკატორები.     სტანდარტის  შემდეგ  პუნქტებს  შეესაბამება  გაკვეთილი:

     



სასწავლო  მასალა და  ტექნიკური რესურსები
 მოსწავლის  წიგნი  და  სამუშაო  რვეული Top  Score  3 ,  ცარცი  ,დაფა ,  ფლიპ ჩარტი,handouts.
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი.
გაკვეთილი  იწყება  დასწრების  აღრიცხვის გაკეთებით ( 1 წუთი)  ახალი  სიტყვების  ცოდნის  შესამოწმებლად  თითოეულ  მოსწავლეს  ვურიგებ   მათთვის  გამოსაკითხ  სიტყვას  რომელიც  ფურცელზე  წერია  ქართულ  ენაზე, მათ  უნდა  მიუწერონ  ინგლისური  თარგმანი  2  წუთში   მე  მივალ  მათთან  ინდივიდუალურად    ჩავიბარებ  ფურცლებს    და ამ  ფურცლებზე  დატანილ    სიტყვებს ზეპირად.  ამის  შემდეგ  გავასწორებ საშინაო დავალებას (15  წუთი) შემდეგ   ვყოფ  კლასს  3  ჯგუფად ,ვურიგებ აქტივობის  ფურცლებს  და  ვაძლევ  ინსტრუქციას  შესასრულებელი  სამუშაოს  შესახებ.   აქტივობების  ფურცლებზე  არის  დატანილი Mistaken  Identity-მსგავსი  ტექსტები . მათ  უნდა  წაიკითხონ  ეს  ტექსტები და  და  შეასრულონ    ტექსტების  ქვემოთ  მიცემული  დავალებები. ამ  ყველაფერს  ჯგუფები  ასრულებენ  ფლიპ-ჩარტებზე  , ჯგუფი  ირჩევს  პრეზენტატორს  რომელიც  წარადგენს  მისი    ჯგუფის  ნამუშევარს  კლასის  წინაშე. (  15  წუთი)  ავხსნი    გრამატიკულ  მასალას  ---  Zero ,First  ,Second  conditionals.   (  10  წუთი)  შეფასება 2  წუთი




No comments:

Post a Comment