კათედრის გეგმა

უ ც ხ ო ე ნ ე ბ ი ს
კ ა თ ე დ რ ა
                      2014-2015 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა- კალენდარი
                     კათედრის თავ-რე:   თამთა  მამრიკიშვილი

                 უცხო ენების კათედრის ფუნქციები :
       საგნობრივი ჯგუფის საგნების სწავლების კოორდინირება
      კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებე-
ბის წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების
ძიება
    სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა
      ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის
     რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე
მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.
მიზნები:
                კათედრის მიზანია მოსწავლეს მივცეთ ისეთი განათლება, რომ შეძლოს:
     ორ ან სამ უცხო ენაზე მეტყველება
    წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენელთან
      განსხვავებული ენის კონტექსტებისა და ტექსტების გაგება
       ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება ენობრივი
თუ კულტურული თვალსაზრისით.
        ამოცანები:
      მოსწავლემ უნდა აითვისოს როგორც ენობრივი, ისე კულტურული
ინფორმაცია
     უნდა შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის უნარ-ჩვევები: მოსმენა,
ლაპარაკი, კითხვა, წერა.
     ჩამოუყალიბდეს ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ და უცხოური
ენების სწავლის სურვილი.

        I სხდომა: 16 სექტემბერი
   კათედრის თავმჯდომარის არჩევა.
    გრიფირებული სახელმძღვანელოების გარჩევა.
     შეფასების კომპონენტების და მათი სახეების დადგენა.
   წლიური გამოცდების დადგენა
    სამუშაო ჯგუფის შექმნა და მონიტორინგის დაგეგმვა
   კათედრის სამუშაო გეგმის განხილვა
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ განხორციელებული მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ გან -
თარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვან ტრენინგ-პროგრამებში
ჩართვა
II სხდომა: 5 ოქტომბერი
  ურთიერთ დასწრების გეგმის შემუშავება
 გაკვეთილების გეგმების  განხილვა
 მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებისათვის მომზადება
 საგნების მიხედვით დამუშავებული თემების განხილვა-შეფასება
              III სხდომა: 23 დეკემბერი
 სემესტრის სასწავლო პროცესის ანალიზი
  ღია საჩვენებელი გაკვეთილების ანალიზი
   სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების კვლევა და გადაჭრის
 გზების ძიება
    II სემესტრის სამუშაო გეგმის განხილვა და საჭიროების


შემთხვევაში ცვლილებების შეტანა




ოქმიN1                                                        16 –IX - 2014
თერჯოლის  რაიონის  სოფელ  კვახჭირის  საჯარო  სკოლის  უცხო  ენათა  კათედრის  სხდომის  ოქმი  N  1

სხდომას ესწრებოდნენ  პედაგოგები :

1.      თამთა  მამრიკიშვილი
2.      თინათინ  ყუფარაძე
3.     ინგა  დევდარიანი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:
   კათედრის თავმჯდომარის არჩევა.
    გრიფირებული სახელმძღვანელოების გარჩევა.
     შეფასების კომპონენტების და მათი სახეების დადგენა.
   წლიური გამოცდების დადგენა
    სამუშაო ჯგუფის შექმნა და მონიტორინგის დაგეგმვა
   კათედრის სამუშაო გეგმის განხილვა
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ განხორციელებული მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვი -
თარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვან ტრენინგ-პროგრამებში
ჩართვა


მ ო ი ს მ ი ნ ე ს       თამთა  მამრიკიშვილი.      თინათინ  ყუფარაძე    ინგა  დევდარიანი
       დღის  წესრიგში  დაისვა  კათედრის  გამგის  შერჩევის  საკითხი.  თინათინ  ყუფარაძემ  რომელიც  გასულ  წელს  უძღვებოდა  უცხო  ენათა  კათედრის   მუშაობის  პროცესს   ამ  ადგილის  დასაკავებლად  თამთა  მამრიკიშვილის  კანდიდატურა  დაასახელა.    სხდომაში მონაწილე წევრებმა მხარი დაუჭირეს დასახელებულ თავმჯდომარის კანდიდატს; 
     სხდომის წევრებმა ისაუბრეს კათედრის სამუშაო გეგმაზე, კათედრის მიზნებსა და ამოცანებზე.  შეიმუშავეს შეფასების  სისტემა; ისაუბრეს სასწავლო რსეურსების საჭიროებაზე და აუცილებლობაზე და მოხდა მათი შერჩევა.

ა ზ რ ი    გ ა მ ო თ ქ ვ ე ს:
თამთა  მამრიკიშვილი _ რომელმაც აღნიშნა , რომ კათედრას გაუძღვება მონდომებით . კათედრა მთელი წლის განმავლობაში, თავისი მუშაბის პრინციპით, ყოველი პადაგოგისთვის იქნება სასარგებლო , ნაყოფიერი, რაც სკოლის საერთო საქმისთვის იქნება გამოსადეგი და წარმატების საწინდარი.
თინათინ  ყუფარაძემ_,რომელმაც აღნიშნა, რომ მას აქვს კათედრის თავმჯდომარის მუშაობის გამოცდილება და ამჯერადაც ძალ-ღონეს არ დაიშურებს და თავის გამოცდილებას მოახმარს კათედრის ნაყოფიერ მუშაობას.
      დამტკიცდა  სახელმძღვანელოების    სია  რომლითაც  წარიმართება  სასწავლო პროცესი  სკოლაში
I  კლასი ______             ინგლისური   _____       English  World   1  დონე
2-ე  კლასი_____ ინგლისური _____English  World  1-2   დონე
3-ე კლასი______ინგლისური _____English  World   2-3 დონე
4-ე კლასი_____ინგლისური _____English  World   3-4  დონე
5-ე კლასი ______ინგლისური _____English  World   4  დონე
6-ე  კლასი______ინგლისური _____English  World   4  დონე
7-ე კლასი______ინგლისური _____ Top  score  1
8-ე კლასი______ინგლისური _____ Top  score  2
9-ე კლასი______ინგლისური _____ Top  score  3
10-ე კლასი______ინგლისური _____  Activate   A 2
11-კლასი______ინგლისური ______ Activate  B1
12-ე კლასი______ინგლისური ______ Activate  B1+
 გერმანული _____ 5-ე  კლასი _____  Genial ს 1
გერმანული _____  6-ე  კლასი _____ Genial  ს 1
გერმანული _____  7-ე  კლასი _____ Genial  ს 1
გერმანული _____  8-ე კლასი   _____ Genial  ს 3
გერმანული _____  9-ე  კლასი   _____ Genial  ს 3
რუსული        ______ 11-ე  კლასი___  Рускый язык  ს 1 (Мая Лордкирапанидзе ,   Ирина чхеидзе , Тамара   чимакадзе)
რუსული    ______   12-ე  კლასი____ Рускый язык  ს 2 (Мая Лордкирапанидзе ,   Ирина чхеидзе , Тамара   чимакадзе)
    შედგა  შეფასების  რუბრიკები  რომლებიც  გამოიკრა  ყველა  საკლასო  ოთახში  რათა  ბავშვებს  ქონდეთ  ინფორმაცია  რის  მიხედვით ფასდებიან.
         ინგლისურ  ენის  მასწავლებელმა  თამთა  მამრიკიშვილმა   გააცნო  კოლეგებს  თავისი  პროექტის   კონტურები  რომლის  განხორციელებასაც  გეგმავს  პირველ  სემესტრში.  “Welcome  to  Kutaisi” არის  პროექტის  სახელწოდება  და   რომლის  ფარგლებშიც  მოსწავლეები  ესტუმრებიან  ქალაქ  ქუთაისის  ტურისტულ  ღირსშესანიშნაობებს  და  მოიძიებენ  ინფორმაციას  მათ  შესახებ.  გააკეთებენ  ბუკლეტს  რომელიც  ტურისტებს  მიაწოდებს  მოკლე  ინფორმაციას  ამა თუ  იმ  ძეგლების  შესახებ  და  გააკეთებენ  თემის  პრეზენტაციას  აუდიტორიის  წინაშე.
       გერმანულ  ენაში  დაიგეგმა ______ღია  გაკვეთილი  მე-8-ე  კლასში
      ინგლისურ  ენის  და  ისტორიის  ერთობლივი  მუშაობის  შედეგი  იქნება  ინტეგრირებული  გაკვეთილი  მეცხრე  კლასში  თემაზე    _____  დეკემბერი

სხდომის თავ-რე: თამთა  მამრიკიშვილი
მდივანი:ინგა  დევდარიანი.


ოქმიN 2                                                   5  –X - 2014
თერჯოლის  რაიონის  სოფელ  კვახჭირის  საჯარო  სკოლის  უცხო  ენათა  კათედრის  სხდომის  ოქმი  N  1

სხდომას ესწრებოდნენ  პედაგოგები :

1.      თამთა  მამრიკიშვილი
2.      თინათინ  ყუფარაძე
3.     ინგა  დევდარიანი
4.    ირინა  აფრიდონიძე
დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:
 ურთიერთ დასწრების გეგმის შემუშავება
 გაკვეთილების გეგმების  განხილვა
 მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებისათვის მომზადება
 საგნების მიხედვით დამუშავებული თემების განხილვა-შეფასება
 
        ერთმანეთისთვის  გამოცდილების  გაზიარების და  ურთიერთთანამშრომლობის  მიზნით  შედგა    გაკვეთილებზე  დასწრების  განრიგი :
         მე  7-ე  კლასი    -მასწავლებელი   თამთა  მამრიკიშვილი ( ინგლისური  ენა)____    დამსწრე  ინგა  დევდარიანი
          მე 12-ე  კლასი  _ მასწავლებელი  თამთა  მამრიკიშვილი__   დამსწრე  ინგა  დევდარიანი 
         მე-5  კლასი  - მასწავლებელი   თინათინ  ყუფარაძე (  გერმანული  ენა)_  დამსწრე  თამთა  მამრიკიშვილი
        მე 11 -  კლასი   _   მასწავლებელი  ირინა  აფრიდონიძე(  რუსული  ენა ) ____  დამსწრე  თინათინ  ყუფარაძე  და  თამთა  მამრიკიშვილი
            პირველი  კლასი _   მასწავლებელი   ინგა  დევდარიანი  (ინგლისური  ენა)  ____  დამსწრე   თამთა  მამრიკიშვილი ,  ირინა  აფრიდონიძე.

           თინათინ  ყუფარაძემ  და  თამთა  მამრიკიშვილმა   ახალბედა  მასწავლებლებს : ინგა  დევდარიანს  და  ირინა  აფრიდონიძეს   გაუზიარეს   თავიანთი  გამოცდილება   როგორ  დაეგეგმათ  ეფექტური  გაკვეთილის  გეგმა  და  მოისმინეს  მათი  მოსაზრებები  და  ხედვები  ამ  საკითხზე. 
     სხდომაზე  ასევე  დიდი  დრო  დაეთმო  საატესტატო  გამოცდებისთვის  მოსწავლეთა  მომზადების  საკითხს.  მოსწავლეთა  ნაწილი  რუსულს ,ხოლო  ნაწილი  ინგლისურ  ენას  აბრებს  და  შესაბამისად  ინგლისურისა  და  რუსულის  მასწავლებლემა   ისაუბრეს  მოსწავლეებთან  ეფექტური  მუშაობის  სტრატეგიებზე  მათ  საჭიროებებსა  და  პრობლემურ  საკითხებზე.  მასწავლებლები  შეთანხმდნენ     რომ  აქტიურად  იმუშავებენ  მოსწავლეებთან  დამატებითი  მასალებით  რაც  მათ  დაეხმარებათ    ზემოთ  აღნიშნული  გამოცდების  წარმატებით  ჩაბარებაში.


ტრენინგები
  თინათინ  ყუფარაძემ  და  თამთა  მამრიკიშვილმა   ( 4  -X    დაიწყეს  და  8 -XI  დაასრულეს)     გაიარეს     ინტელის  36  საათიანი ტრენინგ  კურსი     რომელიც  შეეხებოდა  პროექტებით  სწავლებას.   ტრენინგზე  მასწავლებლები  დაეუფლნენ    კომპიუტერულ  უნარებს  რომლებიც  მათ  დაეხმარება საინტერესო  სასწავლო  პროცესის  დაგეგმვაში.
    



მოსწავლეთა  ჩართულობა  სასწავლო  კონკურშებში.
      ნინო  ყუბანიშვილი ,  მე-9-ე  კლასის  მოსწავლე____   წარმატებით  გაიარა  ორი  ტური   “ kings”   -ის   ოლიმპიადაზე.
        ნინო  ყუბანეიშვილი  ,  ანა  სვანიძე  და  ლანა  აფრიდონიძე (  მე-9-ე  კლასი) დარეგისტრირდნენ  „Wits” -ის  კონკურსზე.
             ნინო  ყუბანეიშვილი  ,  ანა  სვანიძე  და  ლანა  აფრიდონიძე (  მე-9-ე  კლასი)  _  ჩაერთვნენ      „ცოდნის  სამყაროს“  მიერ  ორგანიზებულ  კონკურსში  „ ვკითხულობთ  ინგლისურად“













       სსიპ  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  კვახჭირის  საჯარო                           სკოლა

უცხო  ენების კათედრის ანგარიში   2014-2015  სასწავლო  წლის  პირველ  სემესტრში:

უცხო  ენების  კათედრაზე გაერთიანებულია 4 პედაგოგი.
         უცხო  ენების კათედრა  აერთიანებს  შემდეგ  დისციპლინებს  :ინგლისური ენა  ,გერმანული ენა , რუსული  ენა.
კათედრას ხელმძღვანელობს
ინგლისური ენის პედაგოგი :  თამთა  მამრიკიშვილი
          პირველ  სემესტრში  ჩატარდა  სემესტრის  დასაწყისში  დაგეგმილი  ყველა  შეხვედრა    კათედრის  წევრებთან.  აღნიშნულ  შეხვედრებზე  ვმსჯელობდით  და  ვადგენდით  საჭიროებების  გათვალისწინებით  სამუშაო  გეგმებს.
        მოსწავლეთა  ეფექტური  შეფასებისთვის  შევადგინეთ  შეფასების  რუბრიკები  ყველა  ტიპის  დავალებისთვის  და  გამოვაკარით  საკლასო  ოთახებში.
        ჩატარდა  ესგ-თი  გათვალისწინებულ  რაოდენობის   შემაჯამებელი  სამუშაოები.
         ტრენინგები:     თამთა  მამრიკიშვილმა  და  თინათინ  ყუფარაძემ  გაიარეს   9  დღიანი    მე-3 დონის „ინტელის „    ტრენინგი  ტექნოლოგიების  გამოყენებით  პროექტებით  სწავლებასთან  დაკავშირებით.  ტრენინგზე  მიღებული   სიახლეები  გამოყენებულ  იქნა  საგაკვეთილო  პროცესზე.კერძოდ   მე-9-ე  კლასში  ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი    საგნები :  ინგლისური  _ გერმანული.     თემა_   „გარემოს  დაცვა“.  მოსწავლეებმა  გააკეთეს  პრეზენტაცია  აღნიშნულ  თემაზე  slide show  და    ბუკლეტები.
     გამოცდილების  გაზიარების  მიზნით   პედაგოგები  სისტემატურად    ესწრებოდნენ  ერთმანეთს  გაკვეთილებზე.

    ინგლისურ  ენაში  ლანა  აფრიდონიძემ  ,  ანა  სვანიძემ  და  ნინო  ყუბანეიშვილმა მონაწილეობა  მიიღეს  Kings”   “Wits”   „ვკითხულობთ  ინგლისურად“  მიერ  ორგანიზებულ   კონკურსებში  და  დაჯილდოვდნენ  სიგელებით.















































No comments:

Post a Comment