პარლამენტის შენობა ქუთაისში |
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება - Welcome to Kutaisi
პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) - მოსწავლეებმა შექმნან ტურისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ქალაქი ქუთაისის გზამკვლევი, სადაც იქნება შეტანილი ინფორმაცია და თვალსაჩინოებები ამ ადგილების შესახებ.
პროექტის აქტუალობა - პროექტის აქტუალობა მდგომარეობას იმაში რომ დღითიდღე იზრდება ტურისტების რაოდენობა ქალაქში. გზამკვლევი შეუქმნის წარმოდგენას მათ ჩვენი ქალაქის შესახებ.
პროექტის მიზნები - მოსწავლეები შეეხონ მათთვის ნაცნობ ადგილებს უშუალოდ. თვითონ მოიძიონ ინფორმაციები, გადაიღონ ფოტოები, გაესაუბრონ ისტორიკოსებს რომლებიც უფრო სიღრმისეულად გადასცემენ მათ მათთვის უკვე ნაცნობ ფაქტებს. ისინი იმუშავებენ თარგმანზე, ზოგ ინფორმაციას ინტერნეტში ნახავენ და დაახარისხებენ. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ: ენობრივი ბარიერების დაძლევაში , თანამშრომლობით სწავლაში, კვლევისა და ინფორმაციის დახარისხების უნარების განვითარებაში, კომპიუტერთან გეგმაზიმიერი მუშაობის სწავლაში.
მონაწილეთა ასაკი - 14-16 წლის მოსწავლეები.
ვადები / ხანგრძლივობა - 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას.- საინტერესო ფოტო და ვიდეომასალა, პატარა წიგნი (ბუკლეტის ან ტრიპლეტის სახით), ამ წიგნის ელექტრონული ვერსია .
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები , კომპიუტერი, ტელეფონი ( ინტერვიუს ჩასაწერად).
პროექტის მსვლელობა - შეირჩევა პროექტის მონაწილე მოსწავლეები და დაიწერება სამუშაო განრიგი. გადანაწილდება სამუშაო. შევარჩევთ დღეებს რომელ დღეს რომელ ადგილს ვესტუმრებით . გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლეთან გაივლიან კონსულტაციებს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადგილზე ვერ ვახერხებთ მისვლას ვიყენებთ ინტერნეტს.
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - ვთანამშრომლობთ გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლებთან . ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ მოთხოვნებს პასუხობს ეს პროექტი :
გელათის მონასტერი |
1. სამეტყველო ფუნქციები
1.1 სოციალური ურთიერთობები
1.2. ინფორმაციის გაცვლა
1.3. აღწერა/დახასიათება
1.7. დროში ორიენტირება
1.9. ლოგიკური კავშირები
2. ლექსიკა
2.2. ინდივიდის გარემოცვა
გეოგრაფიული დასახელებები
ქალაქი
სოფელი
პერსონალი
ოპერისა და ბალეტის თეტრი |
მომსახურების ობიექტები
კვება და კვების ობიექტები
ფოსტა/პერსონალი
ტრანსპორტი/პერსონალი
კულტურის/სპორტის ობიექტები/პერსონალი
დღესასწაულები და ზეიმები
. 3.გრამატიკა
3.1. არსებითი სახელი
3.2. არტიკლი
3.3. ზედსართავი სახელი
3.5. ნაცვალსახელი
3.6. ზმნა
3.7. ზმნიზედა
3.8. წინდებული
3.9. კავშირი
3.10. ნაწილაკი
კონსტრუქციები
4. სოციოკულტურა და კულტურა:ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები;გეოგრაფიული ცნობები ინგლისურენოვანი ქვეყნების შესახებ;შესასწავლი ქვეყნის პოლიტიკური წყობა, ადმინისტრაციული მოწყობა;ცნობილი ადამიანები;ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი - თამთა მამრიკიშვილი
პროექტის ბლოგი - http://tatiamamrikishvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment