Tuesday, November 19, 2013

გაკვეთილის გეგმა მეთორმეტე კლასისთვის


გაკვეთილის  მთავარი  თემა
Listening .  Speaking. ( unit 3)
სწავლების  საფეხური
საფეხური III.    კლასი XII.
მოსწავლეთა  პროფილი
ჯგუფში  არის  5  მოსწავლე. აქედან განსაკუთრებული  მიდგომების საჭიროების  მქონე  მოსწავლე  ერთი  .
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი  მნიშვნელოვანია იმდენად  რამდენადაც  მოსწავლისთვის  აუცილებელ  უნარს მოსმენილის გაგებას უწყობს  ხელს და  ასევე  კონკრეტული  საკითხის  ირგვლივ მსჯელობის  შესაძლებლობას უვითარებს.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
 გაკვეთილის შედეგად  მოსწავლეები  მოახერხებენ  საჭიროების  შემთხვევაში  გამოიყენონ  სწორად   Useful  phrases ( well,  I  was  really  good  at….  Can  you  tell  me…  ?  What  about…? Can  you  name…?   etc. )     გაკვეთილი  ასევე  ემსახურება  მოსმენის  უნარის  განვითრების  ხელშეწყობას.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეები  ფლობენ  topic  vocabulary  : win, basketball, football, It`s  a goal , art ,  computer  technology ,    dance ,  sing ,  actor ,  I  am  good  at ,  I  really  love..   etc. გრამატიკულ  წარსულ  დროს , ახლანდელ  დროს  ,  ზედსართავი  სახელების  შედარებით  ხარისხებს ,  მოდალურ  ზმნას  can.  
შეფასების  საგანი და პროცედურები/სტანდარტთან  შესაბამისობა
შეფასების  საგანია  გაკვეთილში  ჩართულობა, საშინაო  დავალება. სტანდარტის  შემდეგ  მოთხოვნებს  შეესატყვისება  გაკვეთილი  მიმართულება: მოსმენა
უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე (მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).
უცხ..VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ..VII.13. მოსწავლეს შეუძლია ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VII.16. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
სასწავლო  მასალა და  ტექნიკური რესურსები
DVD player, დისკი, მოსწავლის  წიგნი  - Activate  B +
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი.
სხედან  და  მუშაობენ  ინდივიდუალურად.
გაკვეთილის  მსვლელობა   :   გაკვეთილს  ვიწყებ  მოსწავლეთა  დასწრების  აღრიცხვით ( 2 წუთი ) ,  ვამოწმებ  საშინაო  დავალებას(   5  წუთი )  მოსწავლის  წიგნში  გვერდ  34-ზე სავარჯიშო  პირველში  ჩამოთვლილ  აქტივობებს  გადახედავენ  მოსწავლეები  და  ჩამოაყალიბებენ  რა  თანმიმდევრობით  შეასრულეს  ეს  აქტივობები  დღეს. ( ვამოწმებ  იყენებენ  თუ  არა  სწორედ  წარსულ  დროს) შემდეგ  გადახედავენ  სავარჯიშო  3  ის  სურათებს  და იწინასწარმეტყველებენ  რაზე  შეიძლება  იყოს დიალოგები.  ( 3  წუთი )   შემდეგ  ვუსმენთ  8  დიალოგს (track 1.8) მივუთითებ  რომ  გააკეთონ  ჩანიშვნები  მოსმენის  დროს . ( 15 წუთი)   შემდეგ  ვუსვამ  შეკითხვებს :  რომელ  სასკოლო  საგნებში  არიან  კარგები? რა  არის  მათი  გატაცება.  წინასწარ  შევახსენებ  რომ  კარგია  გამოიყენონ  შემდეგი  ფრაზები : Well , to  be  honest ,  Actually , to tell  you  the  truth  ,  I  really  dislike ,  I really  love ,  I  can`t  stand) ხელს  შევუწყობ  მათ  გააფართოვონ  თავიანთი  პასუხები.  შევეცდები  ყურადღება  გავამახვილებინო  გატაცებებზე  კერძოდ  სად  ახორციელებენ თავიანთ  გატაცებებს , რა  სჭირდებათ  მათ  ამისთვის და  ასე  შემდეგ.  ( 15  წუთი )  შემდეგ  სახლში  ვაძლევ  დავალებას  დაწერონ  უფრო  და ფიქრებულად  საკუთარ  ჰობებზე  და  შემდეგ  გაკვეთილზე  გააკეთონ  პრეზენტაცია.( 2  წუთი)   ბოლო  ფაზაა  შეფასება. ვაფასებ  ნიშნითაც  და  ვაძლევ  კომენტარებს  ამ  ნიშნებთან  დაკავშირებით( 3  წუთი)

No comments:

Post a Comment