დღეს 5 ოქტომბერია. ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში. შევუდექით ტრენინგ კურსის მასალების დაუფლებას.
დღეს გავეცანით "პროექტებით სწავლების" პირველ მოდულს-მე-4-ე აქტივობამდე. შევეხეთ შემდეგ საკითხებს: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში , რაში დაეხმარება პროექტზე მუშაობა ჩემს მოსწავლეებს ,გავეცანით 21-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებს, როგორ დავგეგმოთ ეფექტური პროექტი ,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით პროექტების გეგმებისა და თავად პროექტების ნიმუშებს.
6 ოქტომბერი - დღე 2.
პირველი მოდული, აქტივობა 4- პუბლიკაციის მომზადება იყო დღეს ჩვენი განხილვის თემა. აქტიურად ვიმუშავეთ ბლოგზე,კერძოდ ბლოგის დიზაინზე და gadgetebis შექმნაზე. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება და გავაკეთეთ ჩემი პროექტის ბუკლეტის ნიმუში.
No comments:
Post a Comment